სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნინო კიკაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება — „ჩვენი ენა ქართული“.
მოსწავლეებმა სიყვარულითა და სითბოთი გააცოცხლეს ქართული ენა და ის ცოდნა, რომელიც პირველი სასწავლო წლის განმავლობაში შეიძინეს. პატარებმა მაყურებელს თავიანთი ნიჭი, მონდომება და მიღწევები გაუზიარეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ ნინო კიკაძეს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე მუშაობდნენ პატარებთან.



