კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-8 (ა,ბ) კლასის მოსწავლეები დაცული ტერიტორიების სააგენტოში

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა,ბ) კლასის მოსწავლეები სტუმრად დაცული ტერიტორიების სააგენტოში იმყოფებოდნენ, სადაც მოისმინეს სემინარი თემაზე: „დაცული ტერიტორიების როლი მდგრადი განვითარების მიმართულებით“.

მოსწავლეებმა სემინარის შემდეგ წარადგინეს ჯგუფური პრეზენტაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე: პირველი დაცული ტერიტორია მსოფლიოსა და საქართველოში, ბარგუზინის ნაკრძალი და არალი ტბის პრობლემა.

მათ იმსჯელეს აღნიშნულ საკითხებზე მასწავლებლების ჩართულობით, აიმაღლეს ცოდნა ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის გეოგრაფიის მასწავლებელ, ნინო წამალაშვილს და ინგლისური ენის მასწავლებელ, ქეთი კუპატაძეს ასეთი აქტუალური გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილის განხორციელებისთვის.  ასევე მადლობა დამრიგებელ ნინო გოგოლაძეს და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

განსაკუთრებული მადლიერება გვინდა გამოვხატოთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმართ, რომელმაც გვიმასპინძლა და ასეთი საინტერესო შესაძლებლობა შესთავაზა ჩვენს მოსწავლეებს.