კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

გამოფენა ექვანიას სახელობის სამხატვრო გალერეაში

ექვანიას სახელობის სამხატვრო გალერეაში ჩატარდა ახალგაზრდა და ცნობილი მხატვრების საღამო, გამოფენა-გაყიდვა. ამ გამოფენაზე მონაწილეობა მიიღეს სკოლა პოლიგლოტის სამხატვრო სტუდიო,,სფუმატოს “ნორჩმა მხატვრებმა.    

ჩვენმა მოსწავლეებმა გამოფინეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები და დიდი ოსტატობა გამოამჟღავნეს გაზაფხულის თემაზე შესრულებულ ნამუშევრებში. ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებმა დაიმსახურა დიდი მოწონება და დაჯილდოვდნენ საპატიო სერტიფიკატებით.   

                                                                                                                                                                                                                             გამოფენას ესწრებოდნენ სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები: ნონა წამალაშვილი, მაკა წურწუმია და სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელი თეა ჯაღიაშვილი.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ხელოვნების პედაგოგსა და სტუდია ,,სფუმატოს” ხელმძღვანელს სოფიო ლიჩელს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისთვის და ამ შესანიშნავ გამოფენაში მონაწილეობისათვის. ასევე, მადლობა ღონისძიების ავტორებს ქალბატონ ერნა წიფურიას, ქალბატონ ნინა ჩიხლაძეს და ქალბატონ ია ჯღარკავას ამ დაუვიწყარი დღისთვის.