სკოლა პოლიგლოტში წარმატებით ჩატარდა მორიგი შეხვედრა არაფორმალური განათლების ფარგლებში თემაზე: „როგორ შევქმნათ მეტაფორები?“. შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი ცირა ბარბაქაძე. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, მეტაფორების მნიშვნელობის გაცნობიერება და ახალი ტექნოლოგიების, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის, ეფექტური გამოყენების უნარების გამომუშავება.
ღონისძიების ამოცანები მოიცავდა:
• მეტაფორების არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერებას.
• მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
• ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაციის პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.
შეხვედრა სამ ნაწილად იყო გაყოფილი:
პირველ ნაწილში მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეპტებს შორის საერთოს ძიებაზე. ამ ეტაპმა ხელი შეუწყო მათი წარმოსახვის, ანალიტიკური აზროვნების და კრეატიული უნარების განვითარებას. ამის შემდეგ მათ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი – ჩატბოტი GPT, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა მოსწავლეების მიერ შექმნილი მეტაფორები.
მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო თავისუფლების თემაზე მეტაფორების შექმნას. მოსწავლეებმა ამ აქტივობისას კიდევ უფრო მეტად გამოავლინეს მრავალფეროვნება და ორიგინალური ხედვა. თითოეული მეტაფორა განსხვავდებოდა ინდივიდუალური ხედვით, რამაც დაადასტურა, რომ შემოქმედებითი აზროვნება უსაზღვროა და თავისუფლების თემისადმი ყველა მოსწავლემ საკუთარი უნიკალური ხედვა შექმნა.
მესამე ნაწილში მოსწავლეებმა იმუშავეს ვიზუალური მეტაფორების გაშიფვრასა და მათთვის მეტაფორული სახელების დარქმევაზე. ამ აქტივობამ გააღრმავა მოსწავლეების აღქმის უნარი, გააძლიერა მათში ვიზუალური და ვერბალური მეტყველების ურთიერთკავშირი.
ღონისძიებამ ჩაიარა ხალისიან, ინტერაქციულ და მეგობრულ ატმოსფეროში. მოსწავლეები მთელი პროცესის განმავლობაში იყვნენ ჩართულები და ენთუზიაზმით ავლენდნენ შემოქმედებით შესაძლებლობებს.
მსგავსი კრეატიული აქტივობები მნიშვნელოვნად ავითარებს მოსწავლეებში შემოქმედებით აზროვნებას, ზრდის მათ მოტივაციას, აძლიერებს თვითგამოხატვის უნარს და აუმჯობესებს ახალ ტექნოლოგიებთან ურთიერთობის პრაქტიკულ უნარებს. ასეთ აქტივობებში მონაწილეობით მოსწავლეები უკეთ აცნობიერებენ საკუთარი იდეების უნიკალურობას, რაც ხელს უწყობს მათი პიროვნული პოტენციალის სრულად გამოვლენას.





