კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

დედაენის დღე მე-4(ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად დედაენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა გააკეთეს.

მოსწავლეებმა გამოიგონეს ამბები, გადაწერეს უნიკალური და დახვეწილი კალიგრაფიით და აკინძეს კრებულის სახით “დროში მოგზაურობა”. მოთხრობები წაუკითხეს თანაკლასელებს და ყურადღება გაამახვილეს ქართული ენისა და დამწერლობის მნიშვნელობაზე.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობების ორგანიზებისათვის.