კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(19)
3b2cfb4d-b181-46c4-ad86-71b8ca413c03
image00011
image00013
image00013
att

პროექტი- ,,ენა, რომელიც გვაერთიანებს”

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის ინიციატივით დედა ენის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა პროექტი ,,ენა, რომელიც გვაერთიანებს”.

მე-4(ბ), მე-7(ა,ბ), მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა გამოფინეს მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები საკონფერენციო დარბაზში და მონაწილეობა მიიღეს კალიგრაფიის კონკურსში.

ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ხელნაწერები, ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო ილუსტრირებული ხელნაწერების ავტორები,გამარჯვებულებს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატები და ჯილდოები, ხოლო კალიგრაფიის კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა შესაბამისი სიგელებით.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში შრომისმოყვარეობისა და წერითი უნარების განვითარება. მსგავსი ტიპის ღონისძიება ხელს უწყობს ქართული ხელნაწერი ტრადიციის გაცნობას, ხელნაწერი ტექსტებისადმი ინტერესის გაღვივებასა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემის გამოხატვას.

ლიტერატურული კლუბი დიდ მადლობას უხდის მოსწავლეებს, მათ დამრიგებლებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, აღნიშნულ პროექტში აქტიური ჩართულობისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა ჟიურის წევრებს: ანა ჯავახიშვილს, ნინო წამალაშვილსა და ხატია ჭილავას გაწეული შრომისთვისა და პროექტის მხარდაჭერისთვის.