სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა)კლასში მათემატიკის მასწავლებელმა ზურა შუბითიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,მარტივი და შედგენილი რიცხვები’’.
ბავშვები გაეცნენ მარტივ და შედგენილ რიცხვებს, მათ თვისებებს, შეისწავლეს რომელი რიცხვია არც მარტივი და არც შედგენილი, რომელი რიცხვია ერთადერთი ლუწი მარტივი და თავად გამოიტანეს დასკვნა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ იარსებებს სხვა ლუწი მარტივი რიცხვი.
ბავშვებს მიენიჭათ რიცხვები 1-დან 16-ის ჩათვლით, მათ აღწერეს თითოეული რიცხვი, მარტივი იყო თუ შედგენილი და რა თვისებებით ხასიათდებოდა იგი, ამ ყველაფრის ვიზუალიზაციამ ბავშვებს დაანახა თუ რა თვისებები აქვთ მარტივ და შედგენილ რიცხვებს, ასევე თუ როგორი გამოყენება აქვთ მათ ყოფა-ცხოვრებაში.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ზურა შუბითიძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ორგანიზებისათვის.
