კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-5 (ა, ბ) კლასები მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან სოფო დვალიშვილთან და ნინო ოქრუაშვილთან ასევე, მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავასთან ერთად ესტუმრნენ ,,ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმს”.

მოსწავლეები გაეცნენ მუსიკალური ინსტრუმენტების ოთხ ჯგუფს (სიმებიანი, ჩასაბერი, დასარტყამი, კლავიშიანი), მოისმინეს საკრავთა ჟღერადობები, ხალხური სიმღერები, ფერხული. მონაწილეობა მიიღეს მუსიკალურ აქტივობებში. აქტიურად ჩაერთნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში, გამოამჟღავნეს საკუთარი ცოდნა და დაიმსახურეს ბევრი კომპლიმენტი მასპინძლებისგან.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.