სკოლა პოლიგლოტის მე-7(ბ) კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას SEU -ში, შემეცნებით ლექციაზე: “ რომი, კოლიზეუმი, გლადიატორები და კულტურა“.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა საინტერესო ლექცია მოისმინეს რომის ისტორიაზე, რომაული ლეგიონის და გლადიატორთა სამყაროზე, იმპერატორთა და მხედართმთავართა პიროვნებებზე, რომის პაპებსა და მათ უცნაურ ისტორიებზე, რომაული კულტურის უმნიშვნელოვანეს საგანძურ, კოლიზეუმზე. ლექცია იყო ინფორმაციული, ნაყოფიერი და საინტერესო.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას საინტერესო შეხვედრისთვის და განსაკუთრებული მასპინძლობისთვის.















