კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ღია გაკვეთილი მე-2(ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მასწავლებელმა სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებისათვის მათემატიკაში თემაზე: “ეროვნული ფულის ერთეულები, არითმეტიკული მოქმედებები, მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობა.”

გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამყარება/შეჯამება.

გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში, შეძლეს მარტივი მსჯელობა, ლოგიკური კავშირის დამყარება, თვლა, ანგარიში (მიმატება-გამოკლება,როგორც მრგვალი ათეულების,ისე ჩვეულებრივი რიცხვების), რიცხვების დასახელება და ჩაწერა 100-ის ფარგლებში; ასევე, 100-მდე რიცხვების მიმატებას-გამოკლება ზეპირად ან სხვა ხერხით, შეასრულეს შეკრების მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობა.

ღია გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი დავალებებით, რომელსაც მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს და წამახალისებელი შეფასებებიც დაიმსახურეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.