სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასი დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან ერთად შეუერთდა დედამიწის დღის აღნიშვნას სლოგანით: “დედამიწა ჩვენი სახლია”.
ბავშვები საინფორმაციო ვიდეო მასალითა და სახალისო თამაშით გაეცნენ ამ დღის შესახებ ინფორმაციას. ასწავლე სხვებს, თუ როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს და გახსოვდეს: “შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ” – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.




