სკოლა პოლიგლოტის მე-4 (გ) კლასში დამრიგებელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმ გურანდა ხუსკივაძემ და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ანა ნიჟარაძემ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებაში.
ამ გაკვეთილის ფარგლებში ისინი ჩაერთნენ სასკოლო პროექტში “მდგრადი განვითარება და ეკოლოგია”. მათ შეისწავლეს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი “მოფრთხილება უნდა”, საქართველოს ბუნება და შავი ზღვა. ჩამოწერეს საქართველოს ბუნების საგანძური და დაწერეს თუ რატომ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას, დადეს პირობა რომ იზრუნებენ მასზე. ხოლო გაკვეთილის ბოლოს წარადგინეს პრეზენტაციები ” ჩემი მხარე” ულამაზესი პოსტერებითა და კედლის გაზეთებით.
სკოლა პოლიგლოტი მადლობა უხდის მასწავლებლებს: ანა ნიჟარაძესა და გურანდა ხუსკივაძეს ასეთი საინტერესო აქტივობებისთვის.



