კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

დედამიწის დღე მე-3 (ა) კლასში

სკოლა-პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ დედამიწის დღესთან დაკავშირებულ კვირეულში.

მოსწავლეებმა გააკეთეს შემეცნებითი პრეზენტაციები ულამაზესი პოსტერებითა და კედლის გაზეთებით შემდეგ თემებზე: ,,დედამიწა ჩვენი სახლია’’, ,,ბუნების ეკოსისტემა’’, ,,წყლის დაზოგვა’’, ,,წელიწადის დროები’’, ,,პატარა ბუნების მკვლევრები’’, ,,დავასუფთაოთ გარემო’’, ,,ბუნების საჩუქრები’’, ,,ჯანსაღი საკვები’’, ,,ბუნების ფერები’’, ,,მეგობრობა ბუნებასთან’’, ,,ბუნების ხმები’’, ,,მწვანე კანონები’’, ,,ცხოველების დაცვა’’ და ,,ენერგიის დაზოგვა’’.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოსა და პლანეტაზე ზრუნვის მიმართულებით.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.