სკოლა პოლიგლოტში პროექტ ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარების“ ფარგლებში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა და ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს კონფერენცია.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემა, გამართეს დისკუსია, განიხილეს მსოფლიოს მდგრადი განვითარების 17 მიზანი. განსაკუთრებით გამოარჩიეს მე-13 მიზანი, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს. საინტერესო იყო თემები: ,,რა არის მდგრადი განვითარება“, ,,კლიმატის ცვლილების ისტორია“, ,, კლიმატის გლობალური პრობლემები“, ,,მყინვარების მდგომარეობა. ისაუბრეს დევდორაკის მყინვარის, მდინარე ვერესა და შოვის ტრაგედიებზე. ასევე, იმსჯელეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების მოგვარების გზებზე.
სკოლა პოლიგლოტი დიდი მადლობას უხდის კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლეს და პროექტის ორგანიზატორს, გეოგრაფიის მასწავლებელსა, ეკოკლუბის ხელმძღვანელს, ნინო წამალაშვილს.









