სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, თამარ რიჟამაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე: წმინდა ესტატეს ტაძარსა და ქვათახევის სამონასტრო კომპლექსში.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა, მათი ისტორიის გაგება და კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბება. ასევე, დღის ბოლოს მოეწყო სახალისო, შემეცნებითი პიკნიკი.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.





