სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, მარიამ ხუსკივაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე: ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა და კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბება. ასევე, დღის ბოლოს მოეწყო სახალისო, შემეცნებითი პიკნიკი.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ხუსკივაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.



