სკოლა პოლიგლოტის მე-3(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე: მოინახულეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი – უფლისციხე.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა, მათი ისტორიის შესწავლა და კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბება. ასევე, დღის ბოლოს მოეწყო სახალისო, შემეცნებითი პიკნიკი.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ ჯანხოთელს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.





