კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-4(ა) კლასის ღონისძიება

მე-4(ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს მრავალფეროვანი გამოსაშვები ღონისძიება.

მათ იმოგზაურეს დროში, შეასრულეს თანამედროვე და ეროვნული ცეკვები, ქართული და უცხოური სიმღერები. ასევე გაიხსენეს ოთხი წლის მოგონებები. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლები, რომლებმაც შეასრულეს სიმღერა. დასასრულს მოსწავლეებმა დამრიგებელს გაუკეთეს სამახსოვრო გამოსამშვიდობებელი ვიდეო, ერთმანეთს მაისურებზე დააწერეს თბილი ფრაზები და სიმბოლურად ჰაერში აისროლეს ქუდები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.