სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლინეტა ფუთურიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნინოშვილის მარანში.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრადიციული ქართული კერძების: ხინკლის, ლობიანის, ხაჭაპურისა და ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასები. ისინი აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და დრო მხიარულად გაატარეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუთურიძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.




