კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

ილია ჭავჭავაძის 188 წლის იუბილე

ილია ჭავჭავაძის 188 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, სადაც ჩაუტარდათ ინტეგრირებული გაკვეთილი სამოქალაქო განათლებასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

სწავლის ინტეგრირებული ფორმატი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ეროვნული თვითშემეცნების გაღრმავებას, ილია ჭავჭავაძის მოქალაქეობრივი იდეალების გააზრებას და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობას იმავე სივრცეში, სადაც ილია ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები, მოისმინეს ინფორმაცია ილიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ და იმსჯელეს მწერლის როლზე ქართული ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების მასწავლებელ, ხატია ჭილავას და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მელანო ჩოკორაიას ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს გულთბილი მასპინძლობისათვის.