სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასში ანა მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა დააჯგუფეს სულიერი და უსულო არსებითი სახელები, დათვალეს სიტყვებში მარცვლების რაოდენობა, გამოიცნეს ხმოვანი და თანხმოვანი ასო-ბგერები, მხოლობითი და მრავლობითი სიტყვები. მოსწავლეებმა წარმატებით შეასრულეს დავალებები.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.

