სკოლა პოლიგლოტის 4 (ა,ბ) კლასებში სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები ”.
გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, ღია გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამარყარება/შეჯამება. მოსწავლეებმა შეძლეს 10 000-ის ფარგლებში ანგარიში, თვლა და რიცხვების დასახელება. ასევე, მოცემული რიცხვის სათანრიგო ერთეულებად გაშლა, შედარება, ლუწი/კენტი რიცხვების გარჩევა, მოცემული რიცხვების დალაგება როგორც ზრდადობით, ასევე კლებადობით.
მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს ყველა დავალებას და წამახალისებელი განმავითარებელი შეფასებებიც დაიმსახურეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს ასეთი საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.
