კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

631696488_923259640221633_7881530594662097905_n
629314986_919854690562128_4892922197818763229_n
627687085_919853633895567_943502554385859435_n
627978585_919849290562668_204311861502125326_n
627572177_919078697306394_9143314432526299198_n
621759381_909720211575576_335203569368557239_n
ღია კარის დღე

ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: ,,არითმეტიკული მოქმედებები”

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასში სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: ,,არითმეტიკული მოქმედებები.”

გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში, შეძლეს მარტივი მსჯელობა, ლოგიკური კავშირის დამყარება, თვლა, ანგარიში და შეასრულეს მრავალი არითმეტიკული მოქმედება 100-ის ფარგლებში. ღია გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი დავალებებით, რომელსაც მოსწავლეებმა თავი შესანიშნავად გაართვეს და კარგი განმავითარებელი კომენტარებიც დაიმსახურეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.