სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად ესტუმრნენ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
მუზეუმის ტერიტორიაზე მოსწავლეებმა ნახეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სახლები: მეგრული, აჭარული, რაჭული, იმერული ოდები, საწნახლები, სამზარეულოები, ძველი სამუშაო იარაღები, ქართული, ტრადიციული სამოსი, ჭურჭელი და ძველი, ხის საოცარი ჩუქურთმებით დამშვენებული ავეჯი. ეს მუზეუმი არის ადგილი, სადაც დრო ჩერდება და საქართველოს ისტორია თუ კულტურა თვალწინ გადაგეშლება.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას შემეცნებითი აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.



