სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა,გ) კლასებში სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები, ალგებრა და კანონზომიერებები ”.
გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, ღია გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამარყარება/შეჯამება. მოსწავლეებმა შეძლეს 100-ის ფარგლებში ანგარიში, თვლა და რიცხვების დასახელება. ასევე, მოცემული რიცხვის სათანრიგო ერთეულებად გაშლა, შედარება, ლუწი/კენტი რიცხვების გარჩევა, მოცემული რიცხვების დალაგება როგორც ზრდადობით, ასევე კლებადობით;
მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს ყველა დავალებას და წამახალისებელი განმავითარებელი შეფასებებიც დაიმსახურეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს ასეთი საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.

