სკოლა პოლიგლოტის 1-ელ(ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,სათაგური”.
სპექტაკლი მოგვითხრობს შობის ღამეს მომხდარ ისტორიას თაგუნების შესახებ, რომელიც სავსეა ერთგულებით, მეგობრობითა და თანადგომით. სპექტაკლი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ შობის ღამეს სასწაულები ხდება.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს, სოფიო შერმაზანაშვილსა და ნინო კიკაძეს კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.


