კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ვიქტორინა ,,ცოდნის კარიბჭე“

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა) კლასში სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ხატია ჭილავამ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ ჩაატარეს ინტეგრირებული ვიქტორინა ,,ცოდნის კარიბჭე“.

ვიქტორინა შედგებოდა ორი ძირითადი ნაწილისგან, ხოლო მესამე ეტაპი წარმოადგენდა კაპიტნის ტურს. აქტივობის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო კაპიტანი. ვიქტორინამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა გუნდური მუშაობისა თუ ლიდერული უნარების განვითარებას და საგნობრივი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მელანო ჩოკორაიასა და ხატია ჭილავას საინტერესო ინტეგრირებული აქტივობის ჩატარებისათვის.