კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

I (ა) კლასის საახალწლო მეჯლისი

სკოლა პოლიგლოტის I (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან თამარ რიჟამაძესთან ერთად საახალწლო მეჯლისი გამართეს.

პატარებმა დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მაყურებლის წინაშე წარადგინეს: ლექსები, სიმღერები და ცეკვები. დაკარგული ვარსკვლავის ძიებაში იმოგზაურეს სიცილის, სიზმრებისა და სიყვარულის ქვეყნებში. ღონისძიების ბოლოს კი მათ თოვლის ბაბუა ესტუმრა და საჩუქრები დაურიგა.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს საინტერესო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.