სკოლა პოლიგლოტის I (გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ნინო კიკაძესთან ერთად საახალწლო ზეიმი „ნაძვის ხის საიდუმლო“ წარმოადგინეს.
პატარა მსახიობებმა დიდი მონდომებით, სიხარულითა და სიყვარულით გააცოცხლეს საახალწლო ზღაპარი, ლექსებითა და სიმღერებით კი შექმნეს დაუვიწყარი განწყობა. ღონისძიება სავსე იყო ბავშვური ემოციებით, ღიმილითა და საახალწლო ჯადოსნობით.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო კიკაძეს საინტერესო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.










