კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო „სიყვარული და იუმორი ნოდარ დუმბაძის ლიტერატურულ სამყაროში“

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა) კლასში მუსიკის მასწავლებელმა თამთა ცანავამ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ ჩაატარეს ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო თემაზე: „სიყვარული და იუმორი ნოდარ დუმბაძის ლიტერატურულ სამყაროში“.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ. ასევე, შეასრულეს მუსიკალური ნომრები. ინტეგრირებულმა პროექტმა სასწავლო პროცესის გახადა მრავალმხრივი და საინტერესო.

მოსწავლეების აქტიურმა ჩართულობამ ხელი შეუწყო მათი საგნობრივი ცოდნის გამომჟღავნებას.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის.