კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე 2010 წლიდან აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად, სკოლა პოლიგლოტში არსებული ლიტერატურული კლუბის ინიციატივით, მე-5(ა,ბ,გ) კლასების მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი „კუპატას თავგადასავალი“.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ კუპატას ისტორიას, ნახეს რეალური ისტორიის მიხედვით შექმნილი ანიმაცია და მიიღეს ინფორმაცია სახელმძღვანელოს ავტორზე.

აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა კითხვის მნიშვნელობა მოსწავლეთა შემეცნებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარების პროცესში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლიტერატურული კლუბის წევრებს საინტერესო აქტივობის განხორციელებისთვის, ასევე დამრიგებლებს — ლინეტა ფუთურიძეს, გურანდა ხუსკივაძეს და ირმა ჯავახიშვილს პროექტის მხარდაჭერისთვის.