კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ღია გაკვეთილი თემაზე – „იმერეთი“

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა, ბ) კლასებში ისტორიის მასწავლებელმა თინათინ დორეულმა ჩაატარა გაერთიანებული ღია გაკვეთილი თემაზე – „იმერეთი“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმერეთის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ადგილმდებარეობაზე, დასახლების ტიპებზე, მეურნეობის დარგებსა და მის კურორტებზე. ასევე, წარმოადგინეს პრეზენტაციები იმერეთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ. მათ შექმნეს ეთნოგრაფიული იმერული საცხოვრებელი სახლის მაკეტები (ოდა სახლები) და სხვა მატერიალური, ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთები (ჭური, კეცი, სასმისები).

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თინათინ დორეულს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.