დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის მე-2(გ) კლასში დამრიგებელმა ანი ჭელიძემ, ჩაატარა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გააფერადეს პოსტერები და ითამაშეს სახალისო თამაშები.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანი ჭელიძეს თემატური აქტივობის ჩატარებისათვის.



