სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
ბავშვებმა ისაუბრეს იმ ქმედებებზე, რომლებიც აზიანებს ან პირიქით — ეხმარება ჩვენს პლანეტას. მათ საკუთარი ხელით შექმნეს თვალსაჩინოებები და ჩამოწერეს გზები, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს: დავზოგოთ რესურსები, დავრგოთ მცენარეები და სხვა.
შემოქმედებითმა პროცესმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ თითოეული ჩვენგანის მზრუნველობას დიდი მნიშვნელობა აქვს პლანეტისთვის.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მე-2(ბ) კლასის დამრიგებელს, მაია ხუტუნიშვილს, საინტერესო აქტივობის ორგანიზებისთვის.







