მწერალთა სახლში, მწერალ ნინო ქადაგიძის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერალ მარიამ წიკლაურთან, რომელსაც სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება მიეძღვნა ქართველი მწერლის, შიო მღვიმელის (ქუჩუკაშვილი) ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას.
შეხვედრის ფარგლებში მარიამ წიკლაურმა მოსწავლეებს ამომწურავად გააცნო შიო მღვიმელის ბიოგრაფია და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა ქართულ მწერლობაში. ასევე, გაიხსენეს მისი ქალიშვილის, ქეთევან ქუჩუკაშვილის, მოგონებები მამაზე.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ქადაგიძესა და მარიამ წიკლაურს ასეთი შემეცნებითი შეხვედრის ორგანიზებისათვის.



