სკოლა პოლიგლოტის 1-ელ (ა,ბ,გ) კლასებში დამრიგებლებემა: თამარ რიჟამაძემ, სოფო შერმაზანაშვილმა და ნინო კიკაძემ ჩაატარეს ღია გაკვეთილი თემაზე: „ანბანის გაცილება“.
გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა მიერ შესწავლილი ასო-ბგერების ამოცნობა და დასახელება, ასევე ხმოვან და თანხმოვან ბგერათა გარჩევა. სასწავლო პროცესში გამოყენებული იყო მრავალფეროვანი აქტივობები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იაკობ გოგებაშვილის საგანმანათლებლო მემკვიდრეობაზე.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.

