კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ფრანკოფონიის დღეები დაიწყო

24 მარტს, კავკასიის ფრანგულ სკოლაში დაიწყო ფრანკოფონიის დღეები. ფესტივალზე მონაწილეობდა საქართველოს თვრამეტი სკოლა. ღონისძიებას ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი ოლივიე კურტო, მეუღლესთან ერთად.

ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო, მოსწავლეებმა შეასრულეს ნაწარმოებები ფრანგულ და ქართულ ენაზე. ღონისძიებაში ტრადიციულად მონაწილეობდა სკოლა პოლიგლოტი-ფრანგული ენის პედაგოგები – ირმა ჭანკოტაძე და გვანცა არაბული, მე-8(ბ) კლასის მოსწავლეები: ანა ქურდიანი, სოფია ბიწაძე, მე-7(ა) კლასის მოსწავლეები-მარიამ ბეკოშვილი და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს დიალოგი ფრანგულ და ქართულ ენებზე, ნიკოლოზმა შეასრულა სიმღერა ქართულად, ხოლო სოფიამ – ფრანგულად.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა ფრანგული სკოლის ეზოში ჩარგეს ზეთის ხილის ნერგი, რაშიც მონაწილეობა მიიღო სკოლა პოლიგლოტის დირექტორმა ქალბატონმა მზია დაუშვილმა.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კავკასიის ფრანგული სკოლის ადმინისტრაციას და ორგანიზატორებს ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისათვის, რომელიც ყოველ წლიურად აძლევს საშუალებას ჩვენს მოსწავლეებს გამოავლინონ თავიანთი უნარი და ნიჭი ფრანგულ ენაზე.