კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-8(ა) კლასი თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე შეისწავლეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „HELLADOS“.

ნაწარმოების გააზრებისა და მხატვრული სამყაროს უკეთ აღქმის მიზნით, მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად, ესტუმრნენ ახმეტელის თეატრს, სადაც დაესწრნენ აღნიშნული ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს.

სპექტაკლმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე, გააღრმავა მათი ინტერესი ლიტერატურისა და თეატრის მიმართ და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მხატვრული ტექსტის მრავალმხრივი აღქმის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მელანო ჩოკორაიას საინტერესო გასვლითი აქტივობის ორგანიზებისათვის.