საქართველოს კულტურის ფონდის დარბაზში გაიმართა შესანიშნავი საღამო: ,,ბავშვები აფხაზეთიდან”. ღონისძიების ორგანიზატორი იყო აკადემია გვირილას დამფუძნებელი ერნა წიფურია.
ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო სკოლა პოლიგლოტის ხატვის წრის “სფუმატო” მოსწავლეებმა.
ახალგაზრდა მხატვრებმა გააცოცხლეს პოდიუმზე მათი ნახატები. ისინი გამოწყობილნი იყვნენ ეროვნულ სამოსში. ღონისძიების ბოლოს ააფრიალეს ეროვნული დროშა.
მსგავსი ტიპის აქტივობები ემსახურება ახალგაზრდა თაოებებში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებას.
სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის სოფიო ლიჩელს ნიჭიერი თაობის აღზრდისათვის, მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის და ქალბატონ ერნა წიფურიას წარმატებული თანამშრომლობისათვის.


