სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაია ხუტუნიშვილთან და მათემატიკის მასწავლებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად ესტუმრნენ ექსპერიმენტორიუმს.
ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ინტერაქტიური ექსპონატები და აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა ექსპერიმენტში. აღნიშნულმა აქტივობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა დაკვირვებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარებას.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.






