სკოლა პოლიგლოტის მე-7 კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ესტუმრნენ ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს, სადაც გაეცნენ ქვეყნის უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის „ოქროს ფონდი“, სადაც წარმოდგენილია საქართველოს უძველესი კულტურისა და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. ასევე ნახეს უძველესი სამკაულები, ოქროსა და ძვირფასი თვლებისგან დამზადებული არტეფაქტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მაღალ კულტურულ დონეს ასახავს.
მოსწავლეებმა აგრეთვე მოინახულეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. ექსპოზიციამ მათ მისცა შესაძლებლობა უკეთ გაეაზრებინათ საბჭოთა ოკუპაციის შედეგები.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქეთევან მაისურაძეს შემეცნებითი კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.


