სკოლა პოლიგლოტის მე-9(ა,ბ) კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს, სადაც ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროგრამაში „კალეიდოსკოპი“.
პროგრამის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ მათთვის უცნობ თანამედროვე ქართველ მხატვრებს, მათ სტილს, ისტორიულ პერიოდებს და აითვისონ ხელოვნებაში დანერგილი საკვანძო სიტყვების მნიშვნელობა.
მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაეცნენ მე-XX საუკუნის ქართველ მხატვართა შემოქმედებას და დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმის საგამოფენო სივრცე. მათ მოინახულეს მხატვრების: ირაკლი ფარჯიანის, აპოლონ ქუთათელაძის, ლევან ცუცქირიძის, ესმა ონიანის, ლევან ჭოღოშვილის და სხვა ქართველ მხატვართა შემოქმედება. ასევე ჩაერთნენ საგანმანათლებლო და ანალიტიკურ თამაშებში.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქეთევან მაისურაძეს საინტერესო არაფორმალური აქტივობის ორგანიზებისათვის.



