სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასში ლინეტა ფუთურიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: ქართული ხალხური ლექსი “ქართლის ტყვე”.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები მოსწავლეებმა ისაუბრეს თავისუფლების ფასზე, სამშობლოს სიყვარულის არსსა და მნიშვნელობაზე. გარდა ტექსტის ლიტერატურული გააზრებისა, მათ იმსჯელეს მის გრამატიკულ ფორმებზე.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუთურიძეს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.
