სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლინეტა ფუთურიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე – “წითელკანიანთა ბელადი”.
სპექტაკლი ონავარ ბიჭზე, მის გამტაცებლებზე, მშობლებზე მოგვითხრობს და გვახსენებს, რომ ბოროტება ყოველთვის უკან უბრუნდება მის ჩამდენს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუტურიძეს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.
