სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლინეტა ფუთურიძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – “ჩემი სამშობლო – საქართველო”.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ქართული ლექსების, სიმღერებისა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრების საშუალებით მაყურებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურეს – კახეთიდან აფხაზეთამდე. მათ სიყვარულითა და სიამაყით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურა, ტრადიციები, ისტორია და ის ღირებულებები, რომლებიც ქართველ ერს საუკუნეების განმავლობაში აერთიანებს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუტურიძეს ლამაზი და საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის.






