277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att
att
att
att
738464933_947890318310504_4635868072608667059_n
att

მე-8(ა, ბ) კლასების მოსწავლეები საქართველოს პარლამენტში

სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა, ბ) კლასების მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ხატია ჭილავასთან ერთად საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრნენ.

მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ საქართველოს პარლამენტის ისტორიას, სტრუქტურასა და ფუნქციებს. მათ დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია კანონების მიღების პროცესის, კომიტეტების როლისა და პარლამენტის წევრების საქმიანობის შესახებ.

ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო იმიტირებული საკომიტეტო სხდომა. თითოეულმა მოსწავლემ თავი იგრძნო საკომიტეტო სხდომის ნამდვილ მონაწილედ. ისინი პრაქტიკულად გაეცნენ კანონშემოქმედებითი პროცესის სირთულეებსა და მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს საკითხის ღრმა ცოდნა, კრიტიკული აზროვნებისა და დისკუსიის უნარები.

ვიზიტმა ნათლად დაანახა მათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის მართვაში და როგორი საპასუხისმგებლოა პარლამენტის წევრების საქმიანობა.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ხატია ჭილავას ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.