ბათუმში საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალი სახელწოდებით ,,ოქროს ტალღა“- გაიხსნა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლა პოლიგლოტის სამხატვრო სტუდიო „სფუმატოს“ ნორჩმა მხატვრებმა.
ფესტივალის პირველ დღეს გაიმართა გახსნის ცერემონია იახტკლუბში, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა გამოფინეს ზღვის თემასთან დაკავშირებული ნახატები. მეორე დღეს კი ნორჩმა მხატვრებმა წარმოადგინეს პოდიუმი თავიანთი ნახატების მიხედვით: ქალთევზა, დელფინები, ზღვის ვარსკვლავი, მოანას კოსტიუმი, საზღვაო აქსესუარები და სხვა.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ხელოვნების მასწავლებელსა და სტუდია „სფუმატოს“ ხელმძღვანელს სოფიო ლიჩელს ნიჭიერი თაობის აღზრდისათვის. ასევე მადლობა ღონისძიების ავტორებს: ქალბატონ ერნა წიფურიასა და ქალბატონ ნინა ჩიხლაძეს ამ დაუვიწყარი დღეებისათვის.




