კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-6(ა) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-6(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ძამას ხეობაში.

გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და ძამას ხეობის სიწმინდეების მონახულება. მოსწავლეებმა მოილოცეს ყინწვისის, სარკინეთის, ერთუბნის მონასტრები და ,,კეთილგონიერი ავაზაკის” ტაძარი.

ვიზიტის შემდეგ მოეწყო პიკნიკი ბუნებაში, რომელიც იყო გასართობი და შემეცნებითი.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო დვალიშვილს კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის, ასევე მასწავლებლებს: ეკა შუბითიძეს, ზურაბ შუბითიძეს, ალექსანდრე პაპასკირს და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.