სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე კასპში, ქვათახევის მონასტერში.
მოსწავლეებმა მოინახულეს ქვათახევის უძველესი სამონასტრო კომპლექსი, გაეცნენ მის ისტორიას, არქიტექტურულ თავისებურებებსა და კულტურულ მნიშვნელობას.
მონასტრის დათვალიერების შემდეგ მოეწყო პიკნიკი ბუნებაში, სადაც მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ ჯანხოთელს კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისთვის, ხოლო მშობლებს —აქტიური მხარდაჭერისათვის.




