კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-5(ბ) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ირმა ჯავახიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე უფლისციხეში.

კლდის სიღრმეში ნაკვეთ ანტიკურ ქალაქში მოგზაურობისას, მოსწავლეებმა მოინახულეს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები, გაეცნენ ძველი ცივილიზაციის კვალს, უფლისციხის უნიკალურ არქიტექტურასა და მის ისტორიულ მნიშვნელობას.

საინტერესო საექსკურსიო პროგრამის შემდეგ, ბავშვებმა ბუნებაში მოაწყვეს პიკნიკი, სადაც მხიარული თამაშებითა და აქტივობებით დაუვიწყარი დრო გაატარეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ირმა ჯავახიშვილს კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისთვის.